„ინტერს“ ბელოტის უფასოდ გადაბირება სურს

„ინტერს“ ბელოტის უფასოდ გადაბირება სურს

„ინტერი“ „ტორინოს“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, ანდრეა ბელოტის დამატებას აპირებს - გვამცნობს Il Giornale.

მილანური კლუბი 28 წლის შემეტევის ზაფხულში გადაბირებას ეცდება, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.

წყაროს ინფორმაციით, ბელოტის სეზონის ბოლოს „ტორინოს“ დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირში ტურინულ კლუბში 10 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.