„საწვავი 35%-ით გაძვირდა, ავტონაწილების ფასი გაორმაგდა და ამ ყველაფერს საზოგადოებს მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია, ტრანსპორტი ენთუზიაზმით ხომ არ დადის არა?!“

„საწვავი 35%-ით გაძვირდა, ავტონაწილების ფასი გაორმაგდა და ამ ყველაფერს საზოგადოებს მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია, ტრანსპორტი ენთუზიაზმით ხომ არ დადის არა?!“

1 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეები თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადახდის ახალი სტანდარტებით იმგზავრებენ, ამოქმედდება გადახდის სააბონენტო ულიმიტო სისტემა. ამის საშეხებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

„სააბონემენტე, ულიმიტო სისტემა 1-ლი თებერვლიდან დაინერგება და შევა ძალაში, თუმცა, 1-ელ თებერვლამდე, საზოგადოებას - მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აბონემენტები 5 იანვრიდან. აბონემენტები გაიყიდება მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში, სადაც ახალი ბარათები და აბონემენტები გაიყიდება“.

მისივე თქმით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ისე 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი სააბონემენტო სისტემა.

„იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარად, შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით (მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით) სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას, დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში. ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი, რომელიც 3 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ 3 ლარად იმგზავროს.

ამასთან, შემოგვაქვს ულიმიტო, 1-კვირიანი ბარათი, რომელიც 20 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ულიმიტო, 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება. ეს, ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი, თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ.

ასევე გვაქვს ულიმიტო, 3-თვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის.

6-თვიანი ბარათის ღირებულება 150 ლარი იქნება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს.

1-წლიანი ულიმიტო ბარათის ღირებულება იქნება 250 ლარი მის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მოქალაქეების ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეღავათებით იმგზავრებენ.

კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ შეძლებენ მგზავრობას თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები.

20 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული დაწესებულების სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურები და სხვა;

10 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

თუმცა, კალაძის გდაწყვეტილბას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილისთვის ახალი სტანდარტების დანერგვა მიუღებელია და თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ წერდნენ, რომ სააბონონტო გადახდის სიტემის შემოღებით, მგზავრობის საფასური ორმაგდება.

„ნამუსი სულ დაკარგეთ!!! შეიძლება ტრანსპორტის საფასურის ასე გაძვირება?!

სხვა პლანეტაზე რომ ცხოვრობთ გავიგეთ, უნარების გამოცდამ მაინც არ მოგისწროთ? არც მარტივი არითმეტიკა გისწავლიათ როგორც ჩანს. მერე იძახით საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარეთო. იმის მაგივრად ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდოთ, ფასს ზრდით ყოჩაღ! უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდით, მადლობა რომ ჩვენზე ზრუნავთ, ფული სად წავიღო არ ვიცი, იქნებ ცოტა კიდევ მოუმატოთ. გაჭირვებულ ხალხს ეს გვინდა?“ - ასეთი უამრავი კომენტარია დედაქალაქის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.

მოსახლეობის აღშფოთებას მიესალმება ექსპერტთა ნაწილი. ანალიტიკოსი ვასო ურუშაძის თქმით, კახა კალაძეს აღნიშნული ინიციატივა არჩევნებამდე რომ გაეჟღერებინა, დღეს ის მერი არ იქნებოდა.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ აქ საუბარი წამახალისებელ ღონისძიებებზე არ არის, აქ არის საუბარი ტარიფის გაძვირებაზე. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს არასახარბიელო ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაშია. სტაბილური დასაქმების საშუალება და შემოსავალი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ერთწლიანი ან ექვსთვიანი ვაუჩერები იყიდონ და ამისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან 250 ან 200 ლარი გადადონ. დღესდღეობით, ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურ სამუშაოს ეძებს და ყოველდღიური შემოსავლებით ცდილობს დაიკმაყოფილოს პირადი მოთხოვნილებები, როგორიც არის სასურსათო კალათა და მედიკამენტები. აქედან გამოდინარე, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა, ვისაც ქალაქის მთავრობის მხრიდან ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება, სწორედ მათ ტრანსპორტირება გაუძვირდება. 50 თეთრის ნაცვლად, ორჯერ მეტის გადახდა მოუწვთ, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ 200 ლარიანი სწრაფი სესხი აიღონ და მის დაფარვაში 300 პროცენი გადაიხადონ. ასეთ მოცემულობაში, ჩვენ ადამიანებს ვესაუბროთ იმაზე, რომ ევროპულ პრაქტიკას ვნერგავთ და სააბონენტო სისტემაზე გადავდივართ, ხოლო ამის სანაცვლოდ ჩვენ ვაორმაგებთ საფასურს, არასამართლიანი და მიუღებელია ასეთი გადაწყეტილების მიღება არჩევნების შემდეგ. კახი კალაძე თუ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, მნიშვნელოვანია რომ ეს ყოფილიყო მის საარჩევნო პროგრამაში. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ თბილისს დღეს მერად კახი კალაძე არ ეყოლებოდა“, - გვითხრა ტრანსპორტის ექსპერტმა.

ექსპერტი დავით მესხიშვილი კი მერის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ მსგავსი სიტემა ევროპაში უკვე დიდი ხანია დანერგილია. მესხიშვილი არ გამორიცხავს, რომ მერიამ სააბონემენტო გადასახადს გადახედოს და ტარიფს დაუკლოს.

„თავად მოდელი, რომ სააბონემენტო სისტემა არსებობდეს სწორია. ყველა ევროპულ ქალაქში ასეთი სისტემა უკვე დიდი ხანია დანერგილია. სტრუქტურულად სწორი მოდელია. რაც შეეხება საფასურებს, ვფიქრობ საზოგადოების რეაქციიდან შესაძლოა მერიამ ტარიფებს გადახედოს. თუმცა, მთავარი კითხვა ჩნდება რატომ აქამდე არ გაძვირდა ტრანსპორტი და სულ ვფირობდი, რომ აი, დღეს გაძვირდება, აი დღეს გაძვირდება-თქო. რატომ ვფიქრობდი ასე - საწვავი 35%-ით გაძვირდა, ავტონაწილების ფასი გაორმაგდა და ამ ყველაფერს საზოგადოებს მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია. ამის ფონზე, რომ ყველაფრის ფასი გაორმაგებულია, თბილისის მერიას სატრანსპორტო მგაზვრობის ფასი აქამდე კბილებით ეჭირა და ვეღარ ინარჩუნებდა იმ ტარიფებს, რომელიც აქამდე იყო. ტრანსპორტის გაძვირება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ყველაფერი გაძვირებულია, არის ინფლაცია და ეს ყველაფერი გაძვირებას ქმნის. სამწუხაროდ, ეს არ გამკვირვებია. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ და ვამბობ, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა საწვავი არ გაძვირდეს. ტრანსპორტი ენთუზიაზმით ხომ არ დადის არა?! მას მოვლა საწვავი ხომ სჭირდება და ა.შ.

თუ საწვავზე კიდევ გაიზარდა ფასები, რაც მოსალოდნელია, ეს ნიშნავს ავტომომსახურების გაძვირებას, რაც სამწუხარო რეალობაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ სატაქსო ტარიფის გაზრდასაც იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა და ყველაფრის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას. ამ ფასების დაჭერა არის შეუძლებელი, რადგან ყველაფერი გაძვირდა და მე ვფიქრობ, რომ გაძვირდება საქალაქთაშორისო გადაზიდვებიც და სატაქსო მომსახურებაც ძალიან დიდად და სამწუხაროდ. თუმცა, მაინც მგონია, რომ შესაძლოა, ტარიფები გადაიხედოს“, - განუცხადა დავით მესხიშვილმა for.ge-ს.

2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სატრანსპორტო მომსახურებიდან 72.222 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი 139.441 მლნ ლარი. საოპერაციო შემოსავალმა კი შარშან 85.892 მლნ ლარი, 2019 წელს კი - 152.874 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შემოსავლის შემცირების მთავარი მიზეზი კორონაპანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოცხადებული ლოკდაუნი გახდა, რა დროსაც არ მუშაობდა არც მუნიციპალური ტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ უკვე წლებია ზარალზე გადის. კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ზარალის მოცულობა ბოლო წლების მიხედვით ასე გამოიყურება: (2020 წლის გაზრდილი ზარალის მთავარი მიზეზი ლოკდაუნია)

2020 წელი - 149.794 მლნ ლარი

2019 წელი - 71.293 მლნ ლარი

2018 წელი - 55.786 მლნ ლარი

2017 წელი - 70.518 მლნ ლარი

amo იძულებითი ნაბიჯია. შევეცადოთ გავიაზროთ და ქალაქს (ჩვენ თავს) დავეხმაროთ.
2 წლის უკან
romani არსებული რეალობიდან გამომდინარე ნორმალური პირობები და ტარიფებია.
2 წლის უკან