ფუფუნება ლეო მესისაც მოსწონს

ფუფუნება ლეო მესისაც მოსწონს

არგენტინელი ლეო მესი აქამდე ყველასთვის თავისი უბრალოებით იყო ცნობილი და ყველას აკვირვებდა ის, რომ განსხვავებით სხვა ცნობილი სპორტსმენებისგან, ფუფუნება არასოდეს იზიდავდა. კატალონიაში ლაიონელის ბურთაობის ჟამს მედია მუდამ აღტაცებით წერდა იმაზე, რომ მესი არასოდეს ყიდულობდა ძვირადღირებულ სრა-სასახლეებს.

საბურთაოდ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაბარგების შემდეგ, როგორც ჩანს ლეოს ცხოვრებაზე წარმოდგენები მეტ-ნაკლებად შეეცვალა და ეს თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ლაიონელმა თავისი ოჯახისთვის პარიზის გარეუბანში ისეთი მაგარი და მდიდრული ძველი სასახლე შეიძინა, რომელიც ფუფუნების მოყვარულ ბევრ ადამიანს დააჭყეტინებდა თვალებს.

სახლი, რომელშიც ახლა ლეო მესი თავს ოჯახთან ერთად ცხოვრობს, არც მეტი არც ნაკლები, 22 ოთახს მოიცავს რამდენიმე უზარმაზარი აბაზანით, სპა-სალონით და სხვა კაი-კაი ფუფუნების ალაგებით. სასახლეს გარს უზარმაზარი ეზო აკრავს, სადაც სამი აუზი და ჩოგბურთის კორტია. ჰოდა, სხვა მეტი რაღა უნდა ინატროს ადამიანმა?...