"რუბინის" დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსულ მედიაში კომენტარი გააკეთა და მოკლედ თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი იანვარში „რუბინში“ დარჩება.

„ხვიჩას მომავალი? ის რჩება. თუ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან? უარს ვერ ვიტყვი“, - ციტირებს რუსული პრესა საიმანოვის სიტყვებს.

20 წლის ქართველ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ ინგლისურ კლუბებს, „ვესტ ჰემს“, „ევერტონსა“ და „საუთჰემპტონს“, თუმცა, ჯერჯერობით, გარკვეული არაფერია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.