აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება, შესაძლოა, შემოდგომისთვის გადაიტანონ

აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება, შესაძლოა, შემოდგომისთვის გადაიტანონ

აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება, შესაძლოა, ზამთრიდან შემოდგომისთვის გადაიტანონ.

„ახლა ევროპული კლუბები უკმაყოფილო არიან, რომ აფრიკის ეროვნებათა თასზე ფეხბურთელების გაშვება მოუწევთ. მიგვაჩნია, რომ ეს ტურნირი შეიძლება დიდი საერთაშორისო ფანჯრის ნაწილი გახდეს და არა იანვარ-თებერვალში, არამედ შემოდგომით ჩატარდეს.

მნიშვნელოვანია ოპოზიციას ნათლად ავუხსნათ პრობლემის არსი და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველასათვის კომფორტული იქნება.“ - ციტირებს ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სიტყვებს Goal.com.

ამჟამინდელი განრიგით, ტურნირი 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით უნდა გაიმართოს კამერუნში.