პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ლიგის ფეხბურთელებისა და კლუბების პერსონალის ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული (13-19 დეკემბერი) კოვიდტესტების შედეგები გამოაქვეყნა.
წყარო აღნიშნავს, რომ დროის ამ მონაკვეთში ტესტების სარეკორდო რაოდენობა 12 345 ჩაატარეს, რომლებმაც 90 დადებითი პასუხი გამოავლინა. ეს რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული აბსოლუტური რეკორდია.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ლიგა აგრძელებს კლუბებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ადამიანების უსაფრთხოება უფრო დაცული გახდეს.
სავარაუდოდ, პანდემიის გამო პრემიერლიგის მატჩები არ შეწყდება.