კატალონიის „ბარსელონას“ გავისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. 17 წლის ფეხბურთელი „ბლაუგრანაში“ შესანიშნავად თამაშობს და მთავარ მწვრთნელ ჩავიზე შთაბეჭდილება უკვე მოახდინა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელებს სურთ, რომ ახალგაზრდა პირინელ ნახევარმცველთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ. გავის მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომაც, კატალონელებმა მის შენარჩუნებაზე მუშაობა დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ გავი ჯერ კიდევ იმ ხელფასს იღებს, რომელიც მას „ბარსას“ მეორე გუნდში ჰქონდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ გაუმჯოებესებულ გასამრჯელოსაც მიიღებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გავიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.