ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის სამ კლუბს დაუკავშირეს

ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის სამ კლუბს დაუკავშირეს

ლონდონის „ვესტ ჰემი“, „ევერტონი“ და „საუთჰემპტონი“ ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებიან. ინფორმაციას Football Insider-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელი შეტევის ხაზით უკმაყოფილოა და იანვარში ტრანსფერები მოითხოვა. იგივე ვითარებაა „ევერტონსა“ და „საუთჰემპტონში“. ამ ეტაპზე, სხვა უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხვიჩას საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ „რუბინი“ მას 20 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევა. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

20 წლის შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონშ 17 თამაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, საქართველოს ნაკრებში ხვიჩამ დღემდე 11-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა.