ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ ანგარიშით 112:116 დამარცხდა.
22 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
„მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს შინ, „კლივლენდის“ წინააღმდეგ 19 დეკემბერს გამართავს.