ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ცსკამ“ სტუმრად ბერლინის „ალბა“ ანგარიშით 93:90 დაამარცხა.
შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და 12 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
„ცსკა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს სტუმრად, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს.