პრემიერ მინისტრმა ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ძლიერი აქცენტები გააკეთა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული პრიორიტეტები მომავალზეა ორიენტირებული.
„პრემიერ მინისტრმა ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ძლიერი აქცენტები გააკეთა. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური პოლიტიკის რეფორმა, ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება და რეგიონების განვითარება, ინვესტიციები და ინოვაციური ბიზნეს პროექტების დაფინანსება - პრიორიტეტები რომელიც მან დაასახელა, მომავალზეა ორიენტირებული“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.