გიორგი ვაშაძე: თუ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, არ ვხვდებით, არ ვუსმენთ, რანაირად შეიძლება გამოსავალი მოვძებნოთ?

გიორგი ვაშაძე: თუ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, არ ვხვდებით, არ ვუსმენთ, რანაირად შეიძლება გამოსავალი მოვძებნოთ?

ეროვნულ თანხმობამდე მისვლა მარტივი არ არის. ეს საკმაოდ რთულია. ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთის მოსმენა და გაგება უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის სასახლეში მიღების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე მარტივ კითხვას ვსვამ: თუ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, თუ ერთმანეთს არ ვხვდებით, თუ ერთმანეთს არ ვუსმენთ, რანაირად შეიძლება რომ გამოსავალი მოვძებნოთ?“, - აღნიშნა ვაშაძემ.