ეს იყო კარგი ჟესტი პრეზიდენტის მხრიდან, რომ პოლიტიკოსებს შორის საუბარი შედგეს. არაფორმალური გარემო იყო და როგორც პირველმა ნაბიჯმა, საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილი განაცხადა.
მისი თქმით, არ გააკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვება პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას და რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი.
„მთავარი მხარეები, საბოლოო ჯამში ვინც უნდა შერიგდნენ, ჩემი აზრით, არ არიან ჯერ ამისთვის მზად. ზოგადად, არ იქნება ურიგო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ნებისმიერ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და ძალიან მიკვირს მათი ასეთი ქცევა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.