ალეკო ელისაშვილი: პრეზიდენტს მოუწოდებ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს და მერე შეხვედრაზე არ მოდიხარ, ამბობ, არ მინდა, იქ ჩურჩხელაზე, ნაძვის ხეზე მივიდე, ეს არასერიოზულია

ალეკო ელისაშვილი: პრეზიდენტს მოუწოდებ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს და მერე შეხვედრაზე არ მოდიხარ, ამბობ, არ მინდა, იქ ჩურჩხელაზე, ნაძვის ხეზე მივიდე, ეს არასერიოზულია

პრეზიდენტს მოუწოდებ და სთხოვ, რომ შეიწყალოს და მერე შეხვედრაზე არ მოდიხარ, ამბობ, რომ არ მინდა, იქ ჩურჩხელაზე, ნაძვის ხეზე მივიდე, ეს არ არის სერიოზული!, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, რომელიც პრეზიდენტთან მიღებაზე არ მივიდა.

„ჩემი ქვეყნის პრეზიდენტებისგან მოვისმინე ის, რომ ეროვნული თანხმობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ვიტოვებ უფლებას, რომ ვიყო სკეპტიკური. ვიტოვებ უფლებას, რომ ვფიქრობდე, შესაძლოა, ამ საქმისგან არაფერი გამოვიდეს.

როდესაც პირობას აყენებ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთი გზაა შეწყალება და პრეზიდენტს მოუწოდებ და სთხოვ, რომ შეიწყალოს და მერე შეხვედრაზე არ მოდიხარ, ამბობ, რომ მე არ მინდა იქ ჩურჩხელაზე, ნაძვის ხეზე მივიდე, ეს არ არის სერიოზული!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.