დავით ზალკალიანი სააკაშვილზე: შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერი გამოვიდა და მისი სახელი და გვარი არავის უხსენებია

დავით ზალკალიანი სააკაშვილზე: შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერი გამოვიდა და მისი სახელი და გვარი არავის უხსენებია

შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერი გამოვიდა და მისი [სააკაშვილი] არც სახელი და არც გვარი ნახსენები არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, მიხეილ სააკაშვილზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„რამდენი მინისტერიალი, მაღალი დონის შეხვედრა, სამიტი გამოვიარეთ და მსგავსი მსჯელობა არსად ყოფილა. ჩვენი ოპონენტები საკუთარ თავს იტყუებენ. ჩვენს მოქალაქეებს ხომ ატყუებენ და ატყუებენ, რომ თითქოს ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს მთელი მსოფლიო. სიცრუეა ეს ყველაფერი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა.