მაია ბუწაშვილი: ჩემი აზრით, 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება

მაია ბუწაშვილი: ჩემი აზრით, 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება

ჩემი აზრით, 2022 წელი უნდა იყოს პანდემიის დასრულების წელი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „მკურნალის“ ჯგუფში ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

„მივხვდით იმას, რომ პროგნოზების გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არასწორ პროგნოზებს ვაკეთებთ. ეს ის ვირუსია, რომელზეც გათვლები, მოდელირებები, პროგნოზები არც ისე სწორად და კარგად მუშაობს. თუ ჩემი სუბიექტური მოსაზრება შემიძლია გავაჟღერო, ჩემი აზრით 2022 წელი უნდა იყოს პანდემიის დასრულების წელი“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 901 202 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 849 090, გარდაიცვალა 12 918 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.