დავით ბაქრაძე: დაპირისპირების დასასრულებლად პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური დევნის დასრულება

დავით ბაქრაძე: დაპირისპირების დასასრულებლად პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური დევნის დასრულება

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დაპირისპირების დასასრულებლად პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური დევნის დასრულება. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

„დაპირისპირების დასასრულებლად ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ამ ნაბიჯებს შორის პირველი და გადამწყვეტი არის პოლიტიკური დევნის დასრულება. რისი გაკეთება შეუძლია ამ მხრივ პრეზიდენტს და რისთვის არის მზად, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მოვედი“ , - ამბობს ბაქრაძე.