იაგო ხვიჩია: თუ ასეთი არაფორმალური შეხვედრები გულწრფელ საუბრებს ხელს შეუწყობს, მე ამას მივესალმებოდი

იაგო ხვიჩია: თუ ასეთი არაფორმალური შეხვედრები გულწრფელ საუბრებს ხელს შეუწყობს, მე ამას მივესალმებოდი

თუ ასეთი არაფორმალური შეხვედრები გულწრფელ საუბრებს ხელს შეუწყობს, მე ამას მივესალმებოდი, - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

„შერიგებას რა უნდა გარდა იმისა, რომ შერიგება გინდოდეს. პრობლემა მხოლოდ ესაა. ქართველ პოლიტიკოსებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთმანეთს გულწრფელად დაველაპარაკოთ და თუ ასეთი არაფორმალური შეხვედრები გულწრფელ საუბრებს ხელს შეუწყობს, მე ამას მივესალმებოდი“, - აცხადებს ხვიჩია.