მატყუარა გვარამია აქამდე ადგილობრივ ჟურნალისტებს ავალებდა დეზინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ახლა საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდა და სრულიად სამარცხვინო, ტყუილი ათქმევინა რიკარდ ჟოზვიაკს

მატყუარა გვარამია აქამდე ადგილობრივ ჟურნალისტებს ავალებდა დეზინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ახლა საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდა და სრულიად სამარცხვინო, ტყუილი ათქმევინა რიკარდ ჟოზვიაკს

 

,,მატყუარა გვარამია აქამდე ადგილობრივ ჟურნალისტებს ავალებდა სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ახლა საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდა და სრულიად სამარცხვინო, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო ტყუილი ათქმევინა რიკარდ ჟოზვიაკს.’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე რიკარდ ჟოზვიაკის ,,მთავარ’’ არხზე გაკეთებულ კომენტარს - რომ შესაძლოა, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არც შეხვედროდა, თუმცა როგორც ჟურნალისტმა დღეს განმარტა მას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. 

,,მატყუარა გვარამია აქამდე ადგილობრივ ჟურნალისტებს ავალებდა სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ახლა საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდა და სრულიად სამარცხვინო, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო ტყუილი ათქმევინა რიკარდ ჟოზვიაკს. გუშინ მთელმა მსოფლიომ იხილა უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა ბრიუსელში და ასევე ის უპრეცედენტო მხარდაჭერა რაც საქართველოს აქვს ევროკავშირსა და ნატოში. აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან, კიდევ უფრო რეალური გახადა ამ დიდ ოჯახში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა.’’-  წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook - ზე.