გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერის დასრულება გამოაცხადა.
30 ოქტომბერს, „ბარსელონასა“ და „ალავესს“ შორის თამაშის დროს მას გულმკერდის არეში ტკივილი და სუნთქვის გართულება გამოუვლინდა, რის შემდეგაც, სერხიო აგუერო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გადავწყვიტე, შეწყვიტო ფეხბურთის თამაში. ეს ძალიან მძიმე მომენტია, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას შევეგუე. ეს გადაწყვეტილება ჩემი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მივიღე. ექიმებმა მითხრეს, რომ უმჯობესია თამაში შეწყვიტო. გადაწყვეტილება დაახლოებით 10 დღის წინ მივიღე. მე ძალიან ვამაყობ ჩემი კარიერით. ეს იყო ოცნება, რომელიც ახდა. უბრალოდ მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი და არასდროს მიფიქრია, რომ ევროპაში ვითამაშებდი“, - განაცხადა სერხიო აგუერომ.
სერხიო აგუერომ კარიერის განმავლობაში „ინდეპენდიენტეში“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშა. მას მოგებული აქვს ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასი, ინგლისის პრემიერლიგა, თასი და სუპერთასი, კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები.