დავით ქართველიშვილი: თავის დღის წესრიგს იმაზე აწყობენ, ალაგებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი

დავით ქართველიშვილი: თავის დღის წესრიგს იმაზე აწყობენ, ალაგებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ჩემოდნებს" და შეხვდება თუ არა შარლ მიშელს, კი ბატონო - შეხვდა. 

საქართველოს "პუტინის" ხელისუფლებასთან ევროკავშირს მორიგი პოზიტიური გარღვევა აქვს, რის შესახებ შესაბამის დეკლარაციასაც მიიღებენ.” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრას. 

,,ერთის მხვრივ - რაღაც "შერიგებას" ითხოვენ აგრესიული ტონით და კონსტრუქციულ საქმიან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ მართველ პარტიასთან საარჩევნო რეფორმების საკითხზე. მეორეს მხვრივ - თავის დღის წესრიგს იმაზე აწყობენ, ალაგებს თუ არა მერამდენედ ირაკლი ღარიბაშვილი "ჩემოდნებს" და შეხვდება თუ არა შარლ მიშელს. კი ბატონო, ალაგებს - აწი დავოსში ელოდებიან. კი ბატონო - შეხვდა. საქართველოს "პუტინის" ხელისუფლებასთან ევროკავშირს მორიგი პიზიტიური გარღვევა აქვს, რის შესახებ შესაბამის დეკლარაციასაც მიიღებენ.” - წერს ქართველიშვილი facebook -ზე.