ოპოზიციური პარტიების ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები, როგორც შევჯერდით, უმეტესობა იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი.
„პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და არ დავკეტოთ თავიდანვე. ქალბატონ პრეზიდენტს თუ ყველა კარი დავუკეტეთ და ვთქვით, რომ „საერთოდ არსად არ მოვდივართ და არ გელაპარაკებით“, ისევ შებრუნდება, უცხოურ მედიას და დასავლელ პარტნიორებთან იტყვის, რომ „მე კი ვეცადე, მაგრამ ესენი არავინ არ მოდიან სალაპარაკოდ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის 16 დეკემბერს საახალწლო მიღებას გამართავს