“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, საზოგადოებისთვის მეათეხარისხოვანია, რა წამლებს იღებს და რა მკურნალობას გადის მიხეილ სააკაშვილი.
"ომბუდსმენის მოსაზრებები არის წინააღმდეგობაში თუნდაც ორგანიზაცია „ემპათიას“ მოსაზრებებთან. ექიმები ერთმანეთს რაღაცაში არ ეთანხმებიან – ეთანხმებიან, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის მკურნალობა, მკურნალობა არის ექიმების კომპეტენცია და მივცეთ მათ საშუალება, რომ თვითონ წაიყვანონ ეს პროცესი. როგორც ხედავთ, აშკარაა, საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, რომ პაციენტის გაუმჯობესდა მკვეთრად და მერწმუნეთ, სააკაშვილი ყოველდღე რა წამალს სვამს და რა უნდა მიირთვას, ეს არის მეათეხარისხოვანი საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც უფრო სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ელიან ყოველდღიურად”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.