დავით ბაქრაძე: პრეზიდენტის მიღებაზე მივდივარ იმ განწყობით, რომ მივცეთ პროცესს შანსი - ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს

დავით ბაქრაძე: პრეზიდენტის მიღებაზე მივდივარ იმ განწყობით, რომ მივცეთ პროცესს შანსი - ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მივა.

„პრეზიდენტის მიღებაზე მისვლას ვაპირებ. ჩემი მხრიდან მივდივარ იმ განწყობით და იმ მზადყოფნით, რომ მივცეთ ამ პროცესს შანსი. მივცეთ პროცესს შანსი, რომ ქვეყანაში დამშვიდდეს ვითარება, ქვეყანაში ვითარება წავიდეს თანხმობისკენ და შერიგებისკენ, იმიტომ რომ საქართველოს მომავალს ასე სჭირდება", - აცხადებს ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს.