თამაზ მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილი, ფეხებით უნდა ჩამოკიდო და 1 დღე აწამო ისე, როგორც ჩემს შვილს აწამებდნენ

თამაზ მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილი, ფეხებით უნდა ჩამოკიდო და 1 დღე აწამო ისე, როგორც ჩემს შვილს აწამებდნენ

„მიხეილ სააკაშვილი ფეხებით უნდა ჩამოკიდო, 1 დღე აწამო, სიგარეტი აიღონ და მიადონ, შემდეგ უთხრან, რომ აი, ასე წლების განმავლობაში ტანჯავდნენ შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილს“, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და ამის გამო უნდა დაისაჯოს.

„შერიგება, თვითონ სიტყვა ძალიან კარგია, მაგრამ გააჩნია როდის, ვისთან და რა ვითარებაში. შვილი აღარ მყავს ცოცხალი, პირდაპირ, პირადად მიხეილ სააკაშვილის მითითებით. თუ სამართლიანობა არ დამყარდება, არ ექნება საშუალება არაფერს. მან სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ იქნებ თამაზ მოლაშვილს აწყობს მიხეილ სააკაშვილის მოკვლაო, ღმერთმა დაგვიფაროს, როგორ გეკადრება, რატომ უნდა მოკლან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ფეხებით უნდა ჩამოკიდო და უთხრა, თვეებისა და წლების განმავლობაში ის სისასტიკეები, რაც სულხან მოლაშვილს გაუკეთა შენმა თავმა, თავისი ბრძანებით და რომ გსიამოვნებდა ეგ ამბავი, 1 დღე აწამონ ისე, როგორც ჩემს შვილს აწამებდნენ წლების განმავლობაში, თუნდაც სიგარეტი აიღონ და მიადონ და იქნებ ერთხელ მაინც ამოიოხროს, ეს რა მიკეთებიაო და ჭკუაზე მოვიდეს“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.