„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია დაინტერესებულია თავისი დისშვილის ბედით, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი.
„ის არის ოჯახის წევრი, რომელიც დაინტერესებულია სააკაშვილის ბედით ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. ოჯახის წევრი რომ გულშემატკივრობს თავის დისშვილს, ეს რა გასაკვირია? რა შუაშია თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიასა და ოჯახის წევრს შორის?“ - აცხადებს ნიკა მელია.
თბილისში მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ჩამოფრინდა.