ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.
„დღეს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან კარგი შეხვედრა გავმართე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ახლო პარტნიორი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უარვყოფთ ევროპაში გავლენის სფეროების ნებისმიერ იდეას. ნატო გააგრძელებს ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველყოფას“, - დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.