ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გიორგი კიკაბიძის განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში კლინიკებზე ზეწოლა გაიზრდება.
„ომიკრონის“ შტამის მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. ბუნებრივია, საწყის ეტაპზე არსებული რესურსი შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება ალბათ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას, რაც აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ“, - აცხადებს გიორგი კიკაბიძე.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.