მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, მოხდება მისი გამოკითხვა - დავუსვამთ ყველა შეკითხვას, რაც რელევანტური და მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის

მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, მოხდება მისი გამოკითხვა - დავუსვამთ ყველა შეკითხვას, რაც რელევანტური და მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის

მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში მოხდება მისი გამოკითხვა - მას დაესმება ყველა ის შეკითხვა, რაც რელევანტური და მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეორედ გამოკითხვა პირველი გამოკითხვის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციებიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

„დღეს დაგეგმილია შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მას მიეწოდება ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების შესახებ თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა საგამოძიებო მოქმედებებია განხორციელებული კონკრეტულად მის საქმესთან დაკავშირებით. ასევე, მისი თანხმობის შემთხვევაში, ჩატარდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა მისი ადკოკატის თანდასწრებით. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, მას დაესმება ყველა ის შეკითხვა, რაც რელევანტური და მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, მათ შორის, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც პირველი გამოკითხვის დროს არ იყო ცნობილი და დაფიქსირებული და რაც შემდგომ გაჟღერდა, თუნდაც სასამართლო პროცესებზე. ყველა გარემოების ირგვლივ მოხდება მისი გამოკითხვა. გამოძიების დაწყების მეორე დღესვე გამოიკითხა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მას შემდეგ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, მე კონკრეტულად დეტალებზე ვერ გესაუბრებით", - განაცხადა მიქელაძემ.