ურუგვაის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ურუგვაის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიეგო ალონსო დაინიშნა. ინფორმაცია სამხრეთამერიკელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ალონსომ ოსკარ ტაბარესი შეცვალა, რომელიც ურუგვაის ნაკრებს 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მაგრამ ერთი თვის წინ დაითხოვეს. დიეგო ალონსოს სამწვრთნელო კარიერა კი 10 წლის წინ დაიწყო.

ამ პერიოდში ის „გუარანის“, „პენიაროლის“, „ოლიმპიას“, „პაჩუკას“, „მონტერეისა“ და „ინტერ მაიამის“ თავკაცი იყო. „პაჩუკასთან“ ერთად კი ორჯერ მოიგო კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა. ურუგვაელს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ხიმნასია ლა პლატას“, „ნასიონალის“, „შანხაი შენჰუას“, „პენიაროლის“, „ვალენსიას“, „ატლეტიკოს“, „რასინგის“, „მალაგასა“ და „მურსიას“ რიგებში უთამაშია.

შეგახსენებთ, ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 14 ტურის შემდეგ 16 ქულით მეშვიდე ადგილზეა. „სელესტეს“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლო 4 თამაში კი საერთოდაც წააგო, რის გამოც ტაბარესის 15-წლიანი ეპოქა დასრულდა.