აფრიკის ეროვნებათა თასი შესაძლოა ჩაიშალოს

აფრიკის ეროვნებათა თასი შესაძლოა ჩაიშალოს

აფრიკის თასის 2022 წლის გათამაშება შესაძლოა ჩაიშალოს. კამერუნში, სადაც ტურნირი უნდა გაიმართოს, კორონავირუსის ახალი შტამი, Omicron-ია გავრცელებული და აფრიკის ეროვნებათა თასს გაუქმება ემუქრება.

ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ RMC Sport-ის ცნობით, არსებობს დიდი შანსი, რომ აფრიკის თასი აღარ გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ აფრიკის თასი გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და ზედიზედ მეორედ იგივე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის ეროვნებათ თასი 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე უნდა გაიმართოს, თუ რა თქმა უნდა, მანამდე მისი გადადების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად არ დადასტურდა.