მიხეილ სარჯველაძე: თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის გორში უნდა დარჩეს

მიხეილ სარჯველაძე: თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის გორში უნდა დარჩეს

კონსილიუმის განცხადება, რომ სააკაშვილს მკურნალობა ესაჭიროება, არ ნიშნავს იმას, რომ ის გორში უნდა დარჩეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ დაბრუნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ახსნა, რატომ მაინცდამაინც გორში. „თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ სააკაშვილს რაღაც მკურნალობა ესაჭიროება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის გორში უნდა დარჩეს. ამას სჭირდება ახსნა, რატომ მაინცდამაინც გორში და რატომ არ შეიძლება ის იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სახალხო დამცველთან არსებული ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.