„შვება იქნებოდა, სააკაშვილი საქართველოდან წასულიყო უკვე პოლიტიკურად „გაფუჭებული“, რაც შესაძლოა, „ოცნებას“ აწყობდეს, მაგრამ ეს უკვე სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხია“

„შვება იქნებოდა, სააკაშვილი საქართველოდან წასულიყო უკვე პოლიტიკურად „გაფუჭებული“, რაც შესაძლოა, „ოცნებას“ აწყობდეს, მაგრამ ეს უკვე სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხია“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აქტიურად ცდილობს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს. ამისათვის უნდა მომზადდეს ექიმების ერთგვარი დასკვნა, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობა ვერ ხერხდება საქართველოში და იგი საზღვარგარეთ საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას. თუმცა, მედიკოსების შეფასებით, რეალურად წინაპირობა იმისა, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ სხვა ქვეყანას უნდა გადაეცეს, არ არსებობს.

მანამდე აქტიურად განიხილებოდა უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემის საკითხი, თუმცა, ამასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მზაობა არ გამოუთქვამს, არც თავად მიხეილ სააკაშვილს გამოუხატავს სურვილი, დაბრუნდეს უკრაინაში.

ამის შემდეგ გერმანიის ჯერი დადგა და დღეს უკვე კიდევ ერთი ქვეყნის სახელწოდება გაჟღერდა, - „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის, ბუბა კიკაბიძის განცხადებით, „პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთ“-ო. თუმცა, როგორც ასეთი, ოფიციალური განცხადება საქართველოს არც გერმანიიდან და არც პოლინეთიდან არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის სურვილი და მხოლოდ სურვილი ოპოზიციისა, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე ქვეყნიდან გაიყვანოს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას, სავარაუდოდ, არ დათანხმდება. მისივე თქმით, დღეს პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი არ არსებობს იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანას გადაეცეს. თანაც, როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ამის არც სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.

„ექიმების დასკვნა უნდა დაიდოს, რომ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობას საზღვარგარეთ და ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, საქართველოში შეუძლებელია. მეორე მხრივ, არ არსებობს იურდიული მექანიზმები, რომ მსჯავრდებული გაყვანილი იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა სახელმწიფოში, ასეთი პრეცენდენტი არ მახსენდება.

ჯერ ჩვენ პოლონეთის ოფიციალური პირებისგან ასეთი განცხადება არ მოგვისმენია. „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, არ დათანხმდება ამას და, რომც დათანხმდეს, სააკაშვილი შესაძლოა, საქართველოში აღარ დაბრუნდეს. „ქართული ოცნებისთვის“ ეს შვება იქნებოდა, რომ სააკაშვილი საქართველოდან წასულიყო უკვე პოლიტიკურად „გაფუჭებული,“ რადგან მან საქართველოში ჩამოსვლით მიზნებს ვერ მიაღწია და საქართველოდან წავა, როგორც მისიაშეუსრულებელი.

თუ ამ კუთხით მოხდება მისი გაშვება, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს ეს, მაგრამ არის მეორე საკითხი, რამდენად გამართლებულია პოლიტიკური და იურიდიული თვალსაზრისით, რადგან არ შეიძლება ვიღაცის კაპრიზებზე და მოთხოვნებზე დაყრდნობით, რომ ადამიანი სადღაც გაუშვა, ისე, რომ მან ის სასჯელი არ მოიხადოს, რაც მას ეკუთვნის, - ეს უკვე სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხია. ხელისუფლებას რომც ჰქონდეს ამის სურვილი, ვერ ვხედავ ვერც იურიდიულ და ვერც პოლიტიკურ ბერკეტებს, რომ ის გაუშვან ქვეყნიდან“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, ხელისუფლება უბრალოდ, იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხთან თავად არაფერ შუაში არ არის და ეს მართლმსაჯულების საქმეა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ყოფილი პრეზიდენტის გაშვება არ აწყობს.

„ძალიან რთულია ეს განხორციელდეს. „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ მას არანაირი შეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან არ აქვს, რადგან აღნიშნული არის სასამართლოს ან პრეზიდენტის კომპეტენცია. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ამას დათანხმდეს. ახლა მას აწყობს, რომ დაიტოვოს ქართულ ციხეში. რომ გაუშვან, გამოდის, თითქოს უკან იხევენ. ჯერ არ შედის მათ ინტერესებში გათავისუფლება, მაგრამ ეს შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდეს. ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ არ მიდის დათმობაზე. არ მგონია, რომ შერიგება შედეგეს. არც სააკაშვილის წერილს არ ვეთანხმები, სადაც გამოშვებაზე ირიბი თხოვნაა, რადგან მიმართავს ზურაბიშვილს, რომელიც ორი წლის წინ მას მოღალატეს უწოდებდა, ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. ამასთან, ოპოზიცია მანამდე ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, დღეს აცხადებს შერიგებას. შერიგებას ზოგადად ვემხრობი, მაგრამ ხომ უნდა იცოდე ვისთან გაქვს საქმე. შერიგება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ორივე მხარე კომპრომისზე მზად არის და კონსტრუქციულადაა განწყობილი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ბუბა კიკაბიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მისი და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ კიკაბიძემ ორი დღის წინ განაცხადა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის სანახავად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა. ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა სააკაშვილი თანახმა, რომ უკრაინაში გადაიყვანონ, კიკაბიძე ამბობს - „არ მგონია.“

„ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა - ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ-თქო. მითხრა - დღესვე დავიწყებ რეკვასო, იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთო. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სისულელეები ხდება სასამართლოზე - ახლა, ალბათ, ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, იქ შეიძლება 200 „კოსტიუმი“ იყოს. ჩვენს დაბალ დონეზე ლაპარაკობს ეს ყველაფერი“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

 

Serapina მოკლედ, მგონი გადავრჩით...ან მინიმუმ, გადარჩენის გზას დავადექით!
ხაზარაძემა სთქვა თურმე რომა, ლაზიკასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაცო!
ამის გაგონებაზე (თუ გაგონებამდე...რა მნიშვნელობა აქვს...აქ,მთავარი სულ სხვაა), დილარ ხაბულიანი ლელოს შეუერთდა...
ირინა სარიშვილი სააკაშვილისთვის თავს იხრჩობსო!

აუფ,ამდენი სასწაული და ბავშვობის მოგონებები სად წავიღო?!
3 წლის უკან