ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი და კლუბი 7 ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას აპირებს. ამის შესახებ L’Equipe იტყობინება.
მაურისიო პოჩეტინომ გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ იანვარში რამდენიმე მოთამაშე უნდა გაყიდონ, რადგან შემადგენლობა ძალიან გადატვირთულია. გავლენიანი ფრანგული გაზეთის ინფორმაციით კი ე.წ. „შავ სიაში“ შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:
მაურო იკარდი, რაფინია, აბდუ დიალო, ლაიუინ კურზავა, კოლინ დაგბა, ერიკ ჟუნიორ დინა-ებიმბე და სერხიო ტრიგო. ჯერჯერობით, სხვა კონკურეტული ცნობა ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით არ ვრცელდება.
პსჟ თუ ხსენებულ ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდებიან და სამომავლო გეგმებშიც არ შედიან, გუნდიდან გაუშვებს, სახელფასო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გამოათავისუფლებს.