ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბუთელის, პელეს ქალიშვილმა, კელი ნასიმენტუმ, ტვიტერში დაწერა, რომ მამას საავადმყოფოდან 2-3 დღეში გამოწერენ. 81 წლის ბრაზილიელი 8 დეკემბერს ჰოსპიტალში გეგმიური კვლევებისთვის დააწვინეს.
„მამა გეგმიურ პროცედურებს იტარებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინათ დაიგეგმა.“ - წერს კელი.
შეგახსენებთ, რომ წლეულს, 6 სექტემბერს პელეს მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე მოკვეთრეს. 17 სექტემბერს შევიტყვეთ, „მეფე“ ისევ ჰოსპიტალში მოხვდაო. 1 ოქტომბერიდან ის შინ იმყოფებოდა.