მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი ტრავმირებულია. ურუგვაელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „პორტუსთან“ (3:1) მატჩში დაშავდა.
სუარესმა მოედანი მე-13 წუთზე კუნთის პრობლემის გამო დატოვა და სათადარიგო სკამზე ცრემლები ვერ შეიკავა, თუმცა ეს სავარაუდოდ, მატჩის მნიშვნელობიდან და იქიდან მომდინარეობდა, რომ გუნდს ვეღარ დაეხმარებოდა, ვიდრე ტკივილისგან.
ჯერჯერობით, სამხრეთამერიკელი შემტევის დაზიანების ხარისხი უცნობია, ისევე როგორც პერიოდი, რომლის გამოტოვებაც მოუწევს. „როხიბლანკოს“ კი წინ ლა ლიგაში მადრიდული დერბი „რეალის“ წინააღმდეგ ელოდება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა.