მბაპემ კომიქსების ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

მბაპემ კომიქსების ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

საფრანგეთის ნაკრებისა და “პსჟ“-ს სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ არ გააგრძელა სხვა ცნობილი ფეხბურთელების მიერ გატკეპნილი გზა და ავტობიოგრაფიული ჩვეულებრივი წიგნის ნაცვლად, ავტობიოგრაფიული ტიპის კომიქსების წიგნი გამოსცა, რომელსაც სახელად “მე კილიანი მქვია“ დაარქვა.

ახლადგამოცემულ წიგნში ხელით ნახატი კომიქსების ფორმით აღწერილია კილიანის ბავშვობა, სიყრმის მოგონებები, მისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ეპიზოდები და ასევე მეტ-ნაკლები გულრწფელობით წარმოჩინებულია მბაპეს პირადი ცხოვრება და ოჯახური ამბები.

საგამომცემლო საქმის სპეციალისტები კომიქსების ფორმით შედგენილ მბაპეს ავტობიოგრაფიულ წიგნს დიდ პერსპექტივებს უწინასწარმეტყველებენ და არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდება. თავიდან მხოლოდ 300 000 ცალი დაიბეჭდა და ახალი ტირაჟების ბეჭვდა გაყიდვების პარალელურად მოხდება.