მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიშმა, შესაძლოა, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს - გვამცნობს AS.
წყაროს ინფომაციით, 24 წლის პორტუგალიელს მიაჩნია. რომ სხვა კლუბში ის შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
ფელიში ჩივის, რომ დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა. არადა, რეგულარული პრაქტიკა სჭირდება 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. თუკი პორტუგალიელები მოხვდებიან ტურნირზე.