„ბარსელონა“ 29 წლის ბრაზილიელი შუახაზელის, ფილიპე კოუტინიოს გაყიდვას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით მყიდველი არ ჩანს - გვამცნობს BBC.
სიტუაციას ფეხბუთელის მაღალი ხელფასი ართულებს და ჩანს, თავადაც არ სურს კლუბის დატოვება, ან ჯამაგირის დაკლება.
მიმდინარე სეზონში კოუტინიომ „ბარსელონას“ მაისურით 13 მატჩი გამართა.