ვან დეიკი და ჰენდერსონი „მილანის“ წინააღმდეგ არ ითამაშებენ

ვან დეიკი და ჰენდერსონი „მილანის“ წინააღმდეგ არ ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლივერპული“ „მილანს“ შეხვდება. ამ მატჩს მერსისაიდელთა ლიდერები, ვირჯილ ვან დეიკი და ჯორდან ჰენდერსონი გამოტოვებენ - წერს Liverpool Echo.

წყაროს ინფორმაციით, ისინი მილანში არ ჩასულან, რადგან წინა დღეს წითლების დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა თქვა, გადატვირთული გრაფიკის გამო შემადგენლობის საგრძნობ როტაციას მივმართავო.

„ლივერპულს“ B ჯგუფში ხუთივე მატჩი მოგებული აქვს და 15 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ოთხქულიანი „მილანი“ კი მესამე ადგილზეა.

„მილანი“ – „ლივერპულის“ შეხვედრა დღეს, 7დეკემბერს გაიმართება „სან სიროს“ სტადიონზე და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.