შეურაცხადი სააკაშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, მარიამ ჯიშკარიანი და ჰოლანდიის სარეაბილიტაციო ცენტრი - ანუ გიჟი თავისუფალია!

შეურაცხადი სააკაშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, მარიამ ჯიშკარიანი და ჰოლანდიის სარეაბილიტაციო ცენტრი - ანუ გიჟი თავისუფალია!

მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიაში ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრში გასამგზავრებლად ამზადებენ. როგორც აღმოჩნდა, ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად გზა მის სიგიჟეზე გადის. საქმეში უკვე ჩართულები არიან: მისივე პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი,  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და რაც მთავარია, ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. რა გამოვა მათი მცდელობიდან რთული სათქმელია, თუმცა ჩიტი ბრდღვნად ღირს, რადგან სააკაშვილის მომხრეებს მისი ციხიდან დახსნის სხვა გზა არ დარჩენიათ.

ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ვინ და რამ აიძულა ექსპრეზიდენტი არაჟნებში ჩამალული შემოპარულიყო საქართველოში. არც ის ვიცით, აცნობიერებდა თუ არა, რომ ციხეში ამოყოფდა თავს. შესაძლოა, აცნობიერებდა კიდეც, მაგრამ აიმედებდნენ, რომ მრავალათასიანი მხარდამჭერები მის თავს არავის დაანებებდნენ. შესაძლოა, არწმუნებდნენ, ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, მთელი დასავლეთი ფეხზე დადგებოდა მის გასათავისუფლებლად, რომ „რეგიონალური ლიდერი“ რევოლუციურ მოძრაობას კიდევ ერთხელ ჩასდგომოდა სათავეში.

მწარედ მოატყუეს მიხეილ სააკაშვილი - არსად ჩანს მრავალათასიანი მიტინგები, დასავლეთმა - „რაც მოგივა დავითაო...“, - ხომ გაფრთხილებდითო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - რა ამნისტია, არა და არასდროსო! უკრაინამ ზრდილობითვის ორიოდ სიტყვა შეაწია, მაგრამ უკან დაგვიბრუნეთო არავის დასცდენია. ასე აღმოჩნდა ჩვენი „დემოკრატიის შუქურა“ რეალობასთან პირისპირ.

ახლა კი, როგორც For.ge-სთვის გახდა ცნობილი, მთავარი გეგმა, რაც სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად მუშავდება, მისი ფსიქიკურად შეშლილად გამოცხადებაა, რომელსაც აუცილებლად, ჰოლანდიაში უნდა უმკურნალონ.

სააკაშვილის გარემოცვა რომ მის შეურაცხადობაზე ააგებდა კამპანიას, ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცხადი, როცა ნიკა გვარამიამ სააკაშვილის არაადეკვატურობაზე დაიწყო საუბარი. თავის მოგიჟიანების აშკარა ნიშანი იყო სააკაშვილის სასამართლო პროცესი, როცა პატიმარმა ნაპრეზიდენტალმა მოსამართლეებს უსაყვედურა - ამდენი დროს არ მაქვს, დროზე გამოცხადდით პროცესზეო.   

სხვათა შორის, ექს-პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ჩართულობას კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდანვე ითხოვდა ნიკოლოზ ყიფშიძე. 3 დეკემბერს კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სააკაშვილის დაცვის მხარემ ფსიქიატრი, პროფესორი დავით ზურაბაშვილი მიიყვანა პატიმართან, რომელმაც ჰოსპიტალი კომენტარის გარეშე დატოვა. სამაგიეროდ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მკურნალობა იმ პირობებში, რა პირობებშიც სააკაშვილი იმყოფება.

ფსიქიატრის ვიზიტის შემდეგ, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ შიმშილობის დროს მიხეილ სააკაშვილს დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტები მაღალი დოზით, რისი საჭიროებაც არ იყო. შესაბამისად, ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს „ფარმაკოლოგიური“ წამების სახეს და არასათანადო მოპყრობას.

ამ განცხადებას ამყარებს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომლის განცხადებით, არის გამოკვეთილი საერთო სისუსტე, ასევე იგი არის ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაში, რაც ახასიათებს პოსტტრავმატულ სინდრომს და წამების შემდეგ მდგომარეობას. შესაბამისად, ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას არც ერთი ექიმი ხელს არ მოაწერს.

„არ არის კარგად. ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ ის ღებულობდა მხოლოდ ორ წამალს, ეს არ არის ფსიქოტროპული წამლები, რომლებიც გამოიყენება ფართოდ საზღვარგარეთ და ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნული არ იყო. ეს დაინიშნა რუსთავის ციხეში, სახელს არავინ იძახის. საძილე საშუალება იყო. შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს პირველი სასამართლოს წინ. სახელმწიფო კონსილიუმის წარმომადგენლებს ეს წამლები არ დაუნიშნავთ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოუმატეს დოზა და მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ დანიშნა, მკურნალმა ექიმმა არ დანიშნა, ეს დანიშნა აქ ფსიქიატრმა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სააკაშვილის ფსიქიურ პრობლემაზე საუბრობს გიული ალასანიაც და ამბობს, რომ მკურნალობასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს, რადგან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა უკეთესი იყო, თუმცა ახლა კვლავ უკან მიდის. გიული ალასანიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ არ იცის რა ფორმით ხდება მიღება.

ის, რაც არ იცის ალასანიამ, აღმოჩნდა, რომ იცის ბრალდებულის ადვოკატმა. შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო - ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მისი დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა. სააკაშვილის გარემოცვის ბრალდებები ხმაურიანია, მაგრამ მათ არც ერთ ეტაპზე არ მიუმართავთ გამოძიებისთვის.

სააკაშვილის გარემოცვის ბრალდებას უარყოფს სახელმწიფო კონსილიუმის ექიმი, ნინო შარაშენიძე, რომლის განცხადებით, ყველა მედიკამენტი, რასაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელარსრულების სიტემაში ყოფნისას იღებდა, ხელმოწერილია მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ და სრული ინფორმაცია ჰქონდათ ყველა მედიკამენტზე, რასაც იღებდა.

„არც ერთი მედიკამენტის, რომელსაც იღებდა ბატონი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შემოსვლის დღიდან, დოზა არ გაზრდილა, იღებდა წამლებს, რომელიც დანიშნული იყო პოსტკოვიდური, უძილობისა და ნერვოლოგიური პრობლემების გამო“, - აღნიშნა ნინო შარაშენიძემ.

მაშ ასე, სააკაშვილის დაცვის მხარე ახლა მთავარ აქცენტს სააკაშვილის ფსიქიატრიულ პრობლემაზე აკეთებს. რადგან ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ დააბრუნონ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ახლა მიდის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი რეალობა, რომლითაც შეძლებენ სააკაშვილის, როგორც პაციენტის საქართველოდან გაყვანას.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დაცვის მხარე ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, ამაში ჩართულია სააკაშვილი პირადი ექიმი და ცენტრი „ემპათია“, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილი როგორმე

გაიყვანონ ქვეყნიდან იმ მოტივით, რომ პაციენტს აქვს ფსიქიური აშლილობა, რაც გამოწვეულია ფსიქტოროპული საშუალებების გამოყენებით. კერძოდ კი, განიხილება ჰოლანდიაში ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მისი გადაყვანა. ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს პროფესორ დავით ზურაბაშვილის ვიზიტი პატიმარ სააკაშვილთან. რამდენად შეძლებს დაცვის მხარე ახალი სტრატეგიის სისრულეში მოყვანას, ძნელი სათქმელია.

ფსიქოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ძნელი სათქმელია ზუსტად რაზეა გათვლა, მაგრამ ფარმაკოლოგიური წამებაზე საუბრით ხელი გაიშვირონ ხელისუფლებისკენ, თითქოს სააკაშვილს არ ჰქონდა პრობლემები და ხელისუფლებამ ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა, ისევ საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ფსიქიატრიას საკამოდ აქტიურად იყენებდა. საყვარელიძე ეჭვობს, რომ სააკაშვილის დაცვის მხარეს ამ წერტილამდე უნდა პროცესის მიყვანა.

„ეს დაცვის მხარის მანევრია. ამიტომ, აქ საუკეთესო გამოსავალია მრავალწევრიანი კომისია. თუ ეს ერთობლივი კომისია არ გაჭრის, მაშინ მოსაწვევია საერთაშორისო კომისია, ვინაიდან ცალკეული ექიმებისგან ჩვენ ვაწყდებით ძალიან ძლიერ პოლიტიკურ მოტივაციას. ზოგიერთმა ექიმმა ისიც გამოაცხადა, რომ პაციენტებს არ მოვემსახურებით, სანამ სააკაშვილს არ გაანთავისუფლებთო. ანუ, ჰიპოკრატეს ფიცი გაცვალეს პოლიტიკურ პოზიციაზე.

ამიტომ შეიძლება პროცესი მიდის იქითკენ, რომ თქვან - სახელმწიფო ყოფილ პრეზიდენტს სულიერ მდგომარეობაზე ზემოქმედებს. თუ დავაკვირდებით, იგივე პოზიციას იკავებს დედა, რომელიც ბუნებრივად დაინტერესებული მხარეა ამ პროცესში. ამიტომ, თუ ჭეშმარიტების დადგენა გვინდა, შედგეს საერთაშორისო დიდი კომისია - ფსიქიატრების, ნერვოპათალოგების და ფარმაკოლოგების ჩართულობით და გაირკვეს სიმართლე. ოღონდ ისიც უნდა გაირკვეს, რა პოზიცია უნდა დაიკავონ მომავალში იმ ექიმებმა, რომლებმაც ჰიპოკრატეს ფიცი დახიეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, მიზანია, რომ სააკაშვილი გამოცხადდეს როგორც რეჟიმის მსხვერპლი და არ არის გამორიცხული, რომ მოტივი იყოს მკურნალობის მოტივით ქვეყნიდან გაყვანა.

„სააკაშვილს არ უნდა თავის გაკეთებულ ციხეში ყოფნა, რა უცნაური კაცია. ციხეში წასვლას თუ ურჩევნია სამკურნალოდ წასვლა, მაშინ მკაფიო დასაბუთება უნდა იყოს იმისა, რომ ადგილობრივი ძალები მკურნალობისთვის არ ყოფნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ხელისუფლების მიმართ გახდება სასაყვედურო, რომ თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას. ხელისუფლება კი სააკაშვილისა და მისი მომხრეების ჭუაზე დადის და ამიტომ აუცილებელია, მრავალპროფილურმა კომისიამ თქვას, როგორია სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

როგორია სააკაშვილის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ამ კითხვაზე პაუხები უშუალოდ პროფესორ დავით ზურაბაშვილისგან აინტერესებს, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს, რომლის განცხადებით, აუცილებელია დავით ზურაბაშვილს დაესვას კითხვა - ვინ დაპატიჟა, რა მდგომარეობაში არის პაციენტი და რა იყო მისი რეკომენდაციები?

„თუ უარს იტყვის კომენტარზე, მაშინ საძაგლიშვილი რა ექსკლუზივით სარგებლობს, როდესაც ზურაბაშვილზე დაყრდნობით გველაპარაკება სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ხომ არ ტყუის ეს ადამიანი? ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძნელია დავეყრდნო საძაგლიშვილის განცხადებას. პარასკევს უკრაინის ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, რომელიც ოლიგარქ ახმეტოვს ეკუთვნის და რომელიც ღიად ებრძვის პრეზიდენტ ზელენსკის, პირდაპირ ჩართვაში ბატონ შუტერს თავის გადაცემაში - „სიტყვის თავისუფლება“ მოწვეული ჰყავდა ქალბატონი გიული ალასანია, ნიკა გვარამია, ნიკოლოზ ყიფშიძე, მარიამ ჯიშკარიანი, ნინო ლომჯარია და მისი კონსილიუმი. ისინი არა მხოლოდ ცდილობდნენ, რომ სააკაშვილისგან შეექმნათ ავადმყოფი, ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის შთაბეჭდილება, პარალელურად, ცდილობდნენ ამაში მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულებას. ეს არის მათი ვერაგული ჩანაფიქრი. გიული ალასანიამ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ საქართველოში არ არსებობს პენიტენციალური სისტემა, არასებობს საკონცენტრაციო ტიპის ბანაკები. ეს მოსაზრება გაამდიდრა მარიამ ჯიშკარიანმა და ყურადღება გაამახვილა ფაშისტური გერმანიის დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებზე, სადაც აპრობირებული იყო პატიმრების ფარმაკოლოგიური, ნევრო-ფსიქოლოგიური წამება და თქვა, რომ ამას სისტემური და კომპლექსური ხასიათი აქვს,

ანუ, მთლიანად 9500 პატიმარზე ხორციელდება ფაშისტური ზემოქმედების მეთოდი. ეს არის მათი ტაქტიკის ყველაზე ბინძური ელემენტი. ჯანდაბას, საკუთარ შვილს რაც უნდა ის დიაგნოზი დაუსვას, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს აბრალებ ხელისუფლებას და ამბობ, რომ მან მიიყვანა სრულიად ჯანმრთელი, ფსიქიკურად გაწონასწორებული სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე, ეს არის ისეთი ვერაგული ფეიკი, რომლის მიტანასაც აპირებენ სტრასბურგამდე, ევროკავშირამდე.

ამიტომ, ყოველდღიურად საჭიროა ამ ფეიკების მხილება, რომელსაც ძალიან შორს გამიზნული სახიფათო ტენდენციები აქვს. მოიწვიონ საერთაშორისო ავტორიტეტული კონსილიუმი, მონაწილეობა მიიღონ ქართველმა, უკრაინელმა, ჰოლანდიელმა ფსიქიატრებმა. თუ ამ ადამიანს დაუდგინდება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, უნდა დაიდოს დასკვნა, რამ გამოიწვია. ეს არის გენეტიკური, მშობიარობის დროინდელი ტრავმით გამოწვეული, შეძენილი თუ გამოწვეული იმ არაჯანსაღი გარემოთი, რომელშიც ეს ბავშვი იზრდებოდა მამაკაცის ხელის გარეშე.

ამიტომ, ძალიან კომპლექური სამედიცინო დასკვნა უნდა დაიდოს. ადამიანი გამოცხადდეს ავადმყოფად და დაენიშნოს კვალიფიციური მკურნალობა. სადაც უნდათ იქ წაიყავნონ - ამერიკაში, ჰოლანდიაში, უკრაინაში, უბრალოდ, ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას მას, როგორც პოლიტიკოსს და ამ ავადმყოფ ადამიანს მივცეთ საშუალება იმკურალოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა მოუწოდოს მოსახლეობას ეზოებში, კარ-მიდამოებში, ბინებში შექმნან მისი განთავისუფლების კომიტეტები, არ მუშაობს. მისი თქმით, როგორც კი ექიმთა კონსილიუმი იტყვის, რომ სააკაშვილი არის გამოჯანმრთელებული, მოხდება მისი ეტაპირება რუსთავის ციხეში.

„რუსთავის ციხეში ისევ თითქოსდა შიმშილობის დაწყება, არასერიოზული იქნება. სააკაშვილის პოლიტიკური კოზირი გათამაშდა და მან რეალური შედეგი ვერ მოიტანა. ეროვნული მასშტაბის საპროტესტო ტალღა ვერ მიიღეს. ახლა მიდის მცდელობა იმისა, რომ რაღაცა მეთოდით დაიხსნან პატიმრობიდან. კი ბატონო, პრეზიდენტი არ იწყალებს, არც უკრაინას არ უნდა. ამიტომ უნდა შექმნან ახალი რეალობა, რომ ხელი შეუშალონ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას.

ამიტომ, ალბათ, შეეცდებიან, ყველა მეთოდის გამოყენებით გაიყვანონ საქართველოდან. ახლა აქცენტს აკეთებენ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ვინ დაუწყო ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემა? რამდენადაც ვიცი, დაკავებიდან დღემდე სწორედ ყიფშიძე აკონტროლებს რა მედიკამენტებს იღებს სააკაშვილი. მაშინ გამოდის, რომ არაფერი არ იცის ამ კაცმა და ტყუილად აქვს ის ექიმის დიპლომი. მიდის მცდელობა, რომ როგორმე რამე საშუალებით ქვეყნიდან გაიყვანონ სააკაშვილი“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, სააკაშვილის შიმშილობას და ვითომ წამებას საერთაშორისო დონეზე არავითარი რეზონანსი არ გამოუწვევია. ორი ევროპარლამენტარის განცხადება მთლიანობაში ვერ ცვლის იმ სურათს, რაც დანარჩენი პარტნიორების მხრიდან კეთდება.

„გვახსოვს რა განცხადებები კეთდებოდა როგორც ევროპარლამენტარების, ასევე კონგრესმენების მრიდან, როცა დააპატიმრეს მელია. თუ სააკაშვილთან პარალელს გავავლებთ, შედარებაც არ შეიძლება. ვალის მოხდის მიზნით მიდის საუბარი. შესაბამისად, ახლა არის ახალი მცდელობა, რომ გაიყვანონ ქვეყნიდან. ცდილობენ, რომ ფსიქტორიული საშუალებები გამოიყენონ. იმდენად სენსიტიური თემაა ფსიქტროპული საშუალებების გამოყენება, რომ ამან თითქოს უნდა იმუშაოს, მაგრამ მეეჭვება, რომ იმუშაოს. საქართველო არც საბჭოთა კავშირია და არც სააკაშვილი მყავს გრიგორენკო, რომ მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე ამბობს, რომ სააკაშვილის გარემოცვის სურვლია ფსიქიატრებმა გამოაცხადონ როგორც შეურაცხადი და ამითი ააცილონ სასაჯელი.

„ჩვენ გაგვიგია შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გიჟად გამოიყვანონ ადამიანი და ამითი ციხეს გადაარჩინონ. შემიძლია ვთქვა, რომ ესენი ამას ცდილობენ და უნდათ, რომ სააკაშვილი ფსიქიატრებმა გამოაცხადონ როგორც შეურაცხადი და ამითი ააცილონ სასაჯელი. ეს არის მათი ჩანაფიქრი. თუ ასე დააყენებენ საკითხს და იტყვიან, რომ სააკაშვილი შეურაცხადია, მაშინ სახელმწიფომაც უნდა შეამოწმოს რამდენად არის შეურაცხადი.

ესენი ყველანაირად ეცდებიან სააკაშვილი გადაიყვანონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მიხვდნენ, რომ 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა და ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ პატიმრობა ააცილონ. მერე იტყვიან, რომ ფსიქიკურად გამოჯანმრთელდაო“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას შოთა გლურჯიძე.

Gami ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს ამ მდარე ავანტურაზე. ოფიციალურად გასცენ პასუხი უკრაინულ ტელეარხზე გაჟღერებულ ტყუილებს
პენიტენციალური სისტემის შესახე. ასევე გასცენ პასუხი ამ შარლატანებს: გ. ალასანიას, ყიფსიძეს და ვინმე ჯიშკარიანს, რომ მათი პაციენტის ფსიქიური მდგომარეობა/თუ ასეთი მართლაც სახეზეა/ არ არის მედიკამემტოზური მკურნალობის შედეგი და ეს შარლატანები ტყუიან.დაიდოს დ. ზურაბაშვილის დასკვნა. და თუ სააკაშვილი მართლაც შეურაცხადია / ჩემი აზრით ის "ყოფითი გიჟია"/ მოწვეული იქნას ავტორიტეტული კონსილიუმი ქართველი და უცხოელი ექიმების მონაწილეობით. თუ ეს კონსილიუმი ჩათვლის "გიჟად" სააკაშვილს -- ეს ეცნობოს მთელს პოლიტიკურ სამყაროს! ეს ადამიანი არის ფსიქურად დაავადებული და არანაირ მის პოლიტიკურ მოღვაწობაზე საუბარი აღარ იარსებებს! მთვარი, საქართველოს ხეკისუფლებამ ავადმყოფ სააკშვილის ჭირისუფლებიდან უნდა მიიღოს ფინანსურად გამაგრებული გარანტია!
2 წლის უკან