„ნაცმოძრაობა“ მელიას კარგავს, მაგრამ ვერც იმას აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი უკვე დაკარგეს

„ნაცმოძრაობა“ მელიას კარგავს, მაგრამ ვერც იმას აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი უკვე დაკარგეს

სად გაქრა გაერთიანებული ოპოზიცია და სად არის დაპირებული სამოქმედო გეგმა? - ასევე უცვლელია კითხვა, რა ბედი ელის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას? როგორც for.ge-ს თავად პარტიის კულუარებიდან უყვებიან, ენმ-ში დიდი არეულობაა. ფაქტობრივად, მელია ოფისში არ დადის და მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კომუნიკაცია არა აქვს. როგორც ცნობილია, მელიას მოშორება უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ უმტკივნეულოდ როგორ გაკეთდეს ეს, ვერ ჩამოყალიბდნენ. ერთი პერიოდი საუბარი იყო, რომ მელიას ნაცვლად ლიდერობის სადავეებს ხელში ლევან ხაბეიშვილი აიღებდა. ბოლო დროს გამართულ აქციებზეც ძირითადად ის ჩანდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მელია ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მელიას ენმ-ში თავისი გუნდი ჰყავს, რომლებიც არანაკლებ მოძლიერებულები არიან და ამიტომაც სააკაშვილს მისი ხელაღებით გაშვების შიში აქვს. ახლა მას მიზეზს უძებნიან, რის გამოც საბოლოოდ თავიდან მოიშორებენ.

„მოკლედ ძალიან დიდი განხეთქილება და დაპირისპირებაა. მიხელ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ქცევები პარტიის შიგნით გაოგნებას და დაბნეულობას იწვევს. ერთი მხარე ფიქრობს, რომ მიშა მალე გამოვა და ყველაფერი დალაგდება. მეორე მხარეს, რომელიც უფრო ადეკვატურად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის აღარ არის საქართველოში იმ დონის გავლენის ლიდერი, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ქუჩაში გამოიყვანს. მელია ამბობს, რომ ფინანსებს ხარჯავს, მაგრამ ხალხი არ გამოდის. ეს კი მისი ბრალი არაა. ახლა, შესაძლოა, მელიას სწორედ აქციებზე ფულის ხარჯვაზე მოედავონ - ამბობენ დიდი თანხაა გაფლანგული.

მიშას არაადეკვატური განცახდებები კი პარტიის შიგნით დამატებით დაბნეულობას იწვევს. ამიტომაც მუდმივად გაურკვეველი სიტუაცია პარტიაში, ვინ რას აკეთებს და რას ხელმძღვანელობს, არავინ არ იცის. მიშა ახლა თავის საქმეს მიჰყვება, თუმცა არც ეგ იცის არავინ რას აკეთებს. ცოლი და დედა უკრაინაში წაყვანაზე ლაპარაკობენ. მეორედ სასამართლო გამოსვლაზე მიშამაც უკრაინის თემა პირველად ახსენა. ამიტომ ყველა დაბნეულია, ბოლოს და ბოლოს რა აქვს ჩაფიქრებული. მოკლედ ენმ ორად გახლეჩვის პირასაა. თუკი მელია გაუშვეს, მშვიდობით და წყნარად არ წავა. სავარაუდოდ, ხაზარაძემ ფული მისცა და მისკენ გადაინაცვლებს. თუმცა რაში სჭირდება საკითხავი ეგაა“, - ამბობს წყარო for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საკუთარი ფორმა ვერ იპოვა, რომელიც საზოგადოების ნდობას დაუბრუნებდა. განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, მთელი ყურადღება მასზე გადავიდა. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ხელისუფლებისთვის ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამით ქვეყანა დაზიანდება. დაპირისპირება და გაუგებრობა კი „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არის. სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ნიკა მელიას, როგორც პოლიტიკური ფიგურის არსებობამ საერთოდ აზრი დაკარგა. მას პარტიაში არავინ არაფერს აღარ ეკითხება, ე.წ. კოალიციური ოპოზიციის იდეაც წყალში ჩაიყარა.

„ოპოზიცია საერთოდ დეზორგანიზებული და დემორალიზებულია. წარმოდგენა არა აქვთ რა გააკეთონ. მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ, პირიქით, უკურეაქცია გამოიწვია. მან ოპოზიციის გაერთიანება ვერ შეძლო. პრობლემები აქვს პარტიის შიგნითაც. მას მელიას გაშვება უნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი კი პარტიაში მისი ახალგაზრდული ფრთა უნდა იყოს, რომელსაც ამომრჩეველზე გარკვეული გავლენა აქვს. თუმცა სააკაშვილის დაბრუნებამ მელიას პოლიტიკოსად ყოფნას აზრი დაუკარგა. საერთოდ, მელიამ საკუთარი პოლიტიკური იდენტობაც კი დაკარგა.

ვხედავთ გაურკვეველ მდგომარეობაშია. ალბათ, ხაზარაძესთან გარკვეული მოლაპარაკება აქვს, მაგრამ თავს ვერც ამას აბამენ. სააკაშვილს ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს და სასამართლო სხდომების დროს 500 კაცი ვერ გამოჰყავთ. მისი უკვე პარტიის მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ. ამიტომ, თუკი ოპოზიციამ სასწრაფოდ რამე გამოსავალი არ ნახა და ისევ ენმ-ის ჩრდილის ქვეშ აღმოჩნდა, მათი მდგომარეობა კატასტროფული იქნება. თავად ენმ-ს აქვს უმძიმესი მგდომარეობა და მასთან აფილირება მთელს ოპოზიციურ სპექტრს გაანადგურებს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

რატომ აღარ სჯერა ხალხს ოპოზიციის და რა არის იმის მიზეზი, რომ ქუჩაში მათი მხარდამჭერებიც კი აღარ გამოდიან?, ამის მიზეზად საყვარელიძე არგუმენტად მოჰყავს უნდობლობა - „ხალხს მათი გაუთავებელი ბაქი-ბუქი და ტრაბახი ყელში ამოუვიდა“. პატარა პარტიები იმის მაგივრად, რომ საკუთარ ამომრჩეველს უსმენდნენ და მათ დაკვეთას ასრულებდნენ, ენმ-ის ჭკუაზე მთელი 7 თვე დადიოდნენ. ამიტომც ხალხს მათ მიმართ ნიჰილიზმი გაუჩნდა და როგორც უსარგებლო პოლიტიკოსებს ისე უყურებს.

„მოსახლეობას ხელისუფლებასთან პარლამენტში მოდებატე ოპოზიცია უნდა. ესენი კიდევ ქუჩა-ქუჩა დარბიან და ხელისუფლებას კუნთებს აჩვენებენ. იმაზეც იმხელა ფინანსურ რესურს ხარჯავენ, რომ ალბათ, მალე, ამაზეც დიდი ჩხუბი მოუვათ. ხალხს არ უნდა ქუჩა. ხალხს კონსტრუქციული და საქმიანი ოპოზიცია უნდა, რომელიც ხელისუფლებასთან დისკუსიაში შევა. არ უნდა ერთი პარტიის ხუშტურებზე მატარებელი პოლიტიკოსები, რომლებიც თავს და ბოლოს ვერ აბამენ რა ქნან. ამიტომ სასწრაფოდ სააკაშვილის ჩრდილს და გავლენას უნდა მოშორდნენ. მოსახლეობას გააგებინონ რა გეგმა აქვთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზე საუბრობენ. თუ სააკაშვილი ოპოზიციამ თამაშგარეთ არ გაიყვანა, თავად სააკაშვილი გაიყვანს მათ. ის არის პოლიტიკოსი, რომელიც ყველგან ყურადღების მიქცევას ახერხებს. ეს ხელისუფლებას ამ ეტაპზე აწყობს და ალაპარაკებს. რაც უფრო მეტს იტყვის, თავს და პარტიას მით უფრო დააზიანებს. თუმცა ასე ოპოზიციაც ზიანდება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.

მისი აზრით, მელია არაფერ შუაშია, როცა ხალხი ქუჩაში არ გამოდის. უბრალოდ, სააკაშვილში ამომრჩეველმაც კი დაინახა, რომ ის არაადეკვატურია და მისი დაბრუნების მითი და უძლეველობა დაიმსხვრა. ის ყველა გამოსვლაში სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს, რომელიც მისსავე ელექტორატს არ აძლევს საშუალებას, რომ სააკაშვილი გაამართლოს.

Katana ენმ-მ თუ არ იცის, რა უნდა ქნას, რაზე აჯანყდეს და აიყოლიოს ხალხი, მხარი დაუჭირონ ელენე ხოშტარიას, რომელმაც ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი აღმოაჩინა სასკოლო სახელმძღვანელოში: თურმე, ნუ იტყვით და, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ "ოცნებას" გაუმარჯვნია 2012 წლის არჩევნებში!
თურმე, პრემიერი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილა გაურკვეველ ვითარებაში და, მეტიც: თურმე, კიდევ უფრო გაზრდილა საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან (ალბათ, უვიზო რეჟიმის მიღებას გულისხმობენ).
ახლა, ბავშვების გარდა, მათმა მშობლებმაც რომ წაიკითხონ ეს ამბავი, აჯანყდება ხალხი და დაამხობს ამ ხელისუფლებას, აბა, რას იზამს!
2 წლის უკან