კატალონიის „ბარსელონას“ გენერალურმა დირექტორმა ფერან რევერტერმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს ფეხბურთელების დამატების რესურსი გააჩნია.
„რა თქმა უნდა, „ბარსელონას“ შეუძლია იანვარში ფეხბურთელების ყიდვა. იანვარშიც და ზაფხულშიც, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - თქვა ფერამ რევერტერმა.
არადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ დანი ალვეშის პრეზენტაციაზე კლუბის ერთ-ერთმა მენეჯერმა მატეუ ალემანიმ საპირისპირო განცხადება გააკეთა: „დღეს არ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ იანვარში ფეხბურთელები დავიმატოთ“.
როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა და ჩავის ერნანდესისთვის კარგი ამბებია. „ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელს უკავშირებენ, მათ შორის ფერან ტორესს, სესარ ასპილიკუეტას, ტიმო ვერნერს, ჰაკიმ ზიეჩს, ტიმო ვერნერსა და კარიმ ადეიემის.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა და გამოჩნდება, რამდენად მოახერხებს „ბარსელონა“ შემადგენლობის გაძლიერებას.