ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, ალეგრის ისეთ გუნდში შეუძლია კარგად მუშაობა, რომელშიც დედამისიც მაღალ დონეზე იმუშავებდა...
„ალეგრი მხოლოდ მაშინ მუშაობს კარგად, თუ გუნდში 20 დიდი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დედაჩემსაც შეუძლია გუნდის მომზადება. ის არ არის შესაბამისი მწვრთნელი ახალი პროექტის დასაწყებად და ფეხზე დასადგომად. ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა ანიელიმ, რომელიც სამი წლით უკან დაბრუნდა“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო და მასიმილიანო ალეგრი ერთად „მილანში“ მუშაობდნენ. მაქს ალეგრი „იუვენტუსში“ 2014-2019 წლებში მუშაობდა და ტურინულ გრანდში გასულ ზაფხულს დაბრუნდა, თუმცა, გუნდის კრიზისგან ვერ გამოიყვანა და უფრო მეტიც: გასულ სეზონთან შედარებით 14 ტურისთვის „იუვეს“ 7 ქულით ნაკლები აქვს მოპოვებული.