„ფორმულა 1“-ის ბრიტანული გუნდის, Williams-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი, სერ ფრენკ უილიამსი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩემპიონატის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ღრმა მწუხარებით ვართ სავსე სერ ფრენკ უილიამსის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება ავტოსპორტისადმი სიყვარულით იყო სავსე, მისი მემკვიდრეობა განუზომელია და სამუდამოდ დარჩება „ფორმულა 1“-ის ნაწილად“, - აღნიშნულია „ფორმულა 1“-ის განცხადებაში.