"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Fichajes-ი ავრცელებს.
"ბლაუგრანამ" "წითელ ეშმაკებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. ჩავი ურუგვაელს ნახევარწლიან კონტრაქტს სთავაზობს და თუ სამხრეთამერიკელმა შედეგიანად ითამაშა, ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივდება.
ედინსონი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წლის ოქტომბერში გადავიდა. მიმდინარე სეზონში კავანიმ მოედანზე მხოლოდ 274 წუთი გაატარა, ჩაატარა ხუთი შეხვედრა და ერთი გოლი გაიტანა.