მომავალ კვირას, 24 ნოემბერს ოქრუაშვილის პარტია ყრილობას გამართავს. „ქართული პარტია“ რომელსაც 5 ლიდერი ჰყავს ცდილობს ყრილობა შთამბეჭდავი გამოუვიდეს.
მრავალლიდერიანი პარტია ჯერ-ჯერობით მრავალრიცხოვანი არ არის. პარტია განსაკუთრებით ცნობილი სახეების ნაკლებობას განიცდის. მათ რიგებში მრავლად არც უცნობი სახეები არიან.
სარწმუნო წყარომ „ახალ თაობას“ აცნობა, რომ პარტია ხალხის გადაბირებაზე აქტიურად მუშაობს. „ქართული პარტიის“ წევრები სხვადასხვა პარტიების და ორგანიზაციის წევრებთან აქტიურ მოლაპარაკებას მართავენ.
მათ საკმაოდ მაღალ ხელფასებს პირდებიან. საუბარია 700-900 ლარიან ხელფასებზე. ამასთან იმის გარანტიასაც აძლევენ, რომ მათ შვილებსაც დაასაქმებენ.
ამ ხერხით უკვე რამდენიმე ადამიანი გადაიბირეს. მოლაპარაკებები გრძელდება. 24 ნოემბრამდე კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი.