"გლადბახის" ნახევარმცველი დენის ზაკარია მორიგი ევროპული გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა. ამჯერად 25 წლის ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ზაკარიას შეძენა "წითელი ეშმაკების" გარდა "ბარსელონას", "იუვენტუსსა" და "რომასაც" სურს.
შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევროა და "გლადბახთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში ზაკარიამ გერმანული გუნდის შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით მან ორი გოლის გატანა მოახერხა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.