ერლინგ ჰოლანდი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, მაგრამ დორტმუნდის „ბორუსია“ მასთან იოლად შელევას არ აპირებს.
Sky Sport Deutshland-ის ცნობით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის განახლების გეგმა მზად აქვს და ისინი აპირებენ, რომ ნორვეგიელ ფორვარდს ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით გაორმაგებული გასამრჯელო შესთავაზონ.
ჰოლანდს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმად, მომდევნო ზაფხულს 75 მილიონ ევროდ გუნდიდან წასვლა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 69 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.