„მომღერალი იქნება თუ მსოფლიო ბანი, ყველა მოზიარეა იმ უბედურების, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა“

„მომღერალი იქნება თუ მსოფლიო ბანი, ყველა მოზიარეა იმ უბედურების, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა“

სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებულ ადამიანებს ერთი აუხსნელი კითხვა აწუხებთ, რატომ უჭერენ ექსპრეზიდენტს მხარს არც თუ მცირე რაოდენობის ადამიანები? რატომ შიმშილობენ მისთვის მაშინ, როცა სააკაშვილი გაცილებით იოლ ფორმებში შიმშილობს? ნუთუ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდნენ და ვერ ხედავდნენ, რა საშინელება ტრიალებდა იმ დროს? შესაძლოა, უშუალოდ არ შეხებიათ რეჟიმის უსამართლობა, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ ამდენ დაღუპულ, ღირსებააყრილ ადამიანს, განადგურებულ მომავალს, დაკარგულ ტერიტორიებს? ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა და სააკაშვილის გაფეტიშება ხომ არ არის ის სენი, რასაც ხშირად სექტანტიზმს უწოდებენ? ანუ ბელადმა რაც არ უნდა ჩაიდინოს, მისი ყველა დანაშაული მართლდება, ან ზოგადსაკაცობრიო იდეალებით „ახსნა“ ეძებნება. სექტანტებთან საუბარი და რამის ახსნა აზრს მოკლებულია, მათ ვერაფერს შეასმენ, ენერგიას კი ამაოდ დახარჯავ.

„სააკაშვილი, როგორც იესო ქრისტე, ახლა ზის ორ ავაზაკს შორის“, - ასეთი განცხადება გააკეთა სააკაშვილის მხარდასაჭერად მისულმა ანაფორიანმა პირმა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან. სააკაშვილი მისი თანამოაზრეებისთვის ხან დავით წინასწარმეტყველია, ხან დავით აღმაშენებელი, ხანაც ფარნავაზი და მირიანი.

ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი გაოგნებულია სააკაშვილის გაფეტიშებით. მას აინტერესებს, რა ჰიპნოზი გაუკეთა მიშამ თავის მომხრეებს?

„არ ვიცი, ასეთი რა ჰიპნოზი გაუკეთა ამ ხალხს სააკაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროს უამრავი ადამიანი განადგურდა, არაერთი ბინა ბანკში იყო ჩადებული, რადგან ადამიანის გადარჩენისთვის ოპერაციები ისე ვერ კეთდებოდა, გადარიცხვები არ ხდებოდა, ყველა ადამიანს ცხოვრების საშუალება გადაკეტილი ჰქონდა. ხალხი გაიხიზნა საქართველოდან. ჩემზე არაა საუბარი, მე და ჩემიანებს რაც გაგვიკეთეს, დაგვბომბეს, გაგვასწორეს მიწასთან, მაგრამ ისეთი სიმართლე გვქონდა, ღმერთმა არ გაგვწირა. სააკაშვილმა ბრძანება გასცა, დაწვით ამათი ნასახლარიო, ნასახლარი არ უნდა არსებობდესო. ეს იმისთვის, რომ საქართველოს ვუნარჩუნებდით ტერიტორიას და აფხაზეთის აღიარება არ ხდებოდა? ამ ტერიტორიებს იგი ქვის გროვას არქმევდა“, -აღნიშნა ნორა კვიციანმა.

მისი თქმით, ვინც სააკაშვილს თანაუგრძნობს, ქომაგობს და მისი სახელით შიმშილობას აცხადებს, ყველა ის მოზიარე და მონაწილეა იმ უბედურების და დიდი ცოდვის, რაც ჩადენილი აქვს სააკაშვილს. ნორა კვიციანი ამბობს, რომ არ სძულს არც სააკაშვილი, არც არავინ, ღვთის წინაშე ცუდი არ უნდა მისთვის, მაგრამ უნდა სამართლიანობა.

„ეგენი ქომაგობენ არა სააკაშვილს, არამედ თავიანთ სკამებს. მათ უნდათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ, მე იმაზე უარესი რა უნდა გამიკეთონ, რაც უკვე გამიკეთეს, მაგრამ ქვეყნისთვისაა უბედურება, რაც დაატრიალა სააკაშვილმა და ატრიალებს კიდევ. მომღერალი იქნება თუ მსოფლიო ბანი, ყველა მოზიარეა იმ უბედურების, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა. ან რას ნიშნავს ცალკეული ადამიანების მოწოდება ელჩების მიმართ, რომ ციხეში იარონ და შეამოწმონ სააკაშვილის მდგომარეობა? ასეთი მოთხოვნა ზღვარს გადაცილებულია. რომელი ელჩის შესვლაზეა საუბარი, განა დამნაშავე პატიმარი არ არის სააკაშვილი? თუ პრეზიდენტად დაიბადა? ლობისტები რომ ჰყავთ, ისინი მართავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ დამოუკიდებელნი არ ვართ, როცა მათ მოუნდებათ, უნდა დაიჭირონ, თუ არ მოუნდებათ, არ უნდა დაიჭირონ. ეს რა დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ? რატომ ითხოვდნენ სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას? პროვოკაციისთვის, მეტი არაფრისთვის, არეულობა უნდათ. მისი სიკვდილით ყველაზე მეტად ოპოზიციაა დაინტერესებული, ხელისუფლებისთვის სააკაშვილის მოკვლა დამღუპველია. რომელ შურისძიებაზეა ლაპარაკი, ხელის გულზე ჰყავთ ეს ადამიანი“, - გვითხრა ნორა კვიციანმა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის მომხრეებს, ე.წ. სექტანტებს ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევის მცდელობა აქვთ. ბუნებრივია, ელჩები, მათ შორის, ევროკავშირის და ამერიკის, ყოველდღიურად საქმის კურსში არიან და რა შემოწმება უნდა ელენე ხოშტარიას შიმშილობას? რომ შიმშილობს, იმიტომაცაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული, განსხვავებით სააკაშვილისგან.

„პირდაპირ ეთერში შიმშილობენ ლამის პარლამენტის დანარჩენი წევრები, რა შემოწმება უნდათ მათ? სულ სხვაა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ელჩი შევა თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესახებ ხომ ექიმებმა უნდა დადონ, პროფესიონალებმა და არა პოლიტიკოსებმა ან დიპლომატებმა? აქაც არის მცდელობა, საერთაშორისო ყურადღება მიიქციონ, მაგრამ ყველაზე მთავარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ელჩები არ არიან დაინტერესებულნი და არიქა, ახლა უნდა გავახსენოთ, რომ თურმე სააკაშვილი ამდენი ხანია, შიმშილობს, ეს ასე არ არის, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებულნი, მუდმივად აქვთ კომუნიკაცია საკუთარ ქვეყნებთან, დედაქალაქებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან. არც ერთ სახელმწიფოს, უკრაინის გარდა, მკვეთრი პოზიცია არ გამოუხატავს. უკრაინის შემთხვევაშიც, ისიც ზრდილობის გულისთვის გაკეთდა იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება. უკრაინის სახალხო დამცველის პოზიციაც უკრაინის შიდა პოლიტიკას უფრო უკავშირდება, ვიდრე საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობას. როცა ამდენი კვირაა, თითქმის თვენახევარია, ყველამ ყველაფერი იცის სააკაშვილთან მიმართებით, ბუნებრივია, ელჩების მიმართ მოწოდებები დარჩება ყოველგვარი შედეგის გარეშე“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.

trampi რა ჰიპნოზი გაუკეთა და ....................................... მაგ ხალხის უმრავლესობაზე ზაპისები აქვს, ზაპისები
ან ასიქტიმებს ................. ან ასიქტიმებენ
2 წლის უკან
Maverick პაპა, ძმობილო, რას ამბობ ამ ბულკივით ბაღანაზე, ზაპისები კი არა უპრეზერვატივო დუბინკები აქვს მაგ კატეგორიისთვის გამზადებული!

არ მითხრა ახლა რატომო...

მოტივი ერთია... რატომ?!

მიშმაკმა მათ განუცხადა: მე "დაგლოცეთ", ჩემ "რწმენაში" ეჭვი შეგეპარათ, ამიტომ ამ ბოლო 9 წლის მანძილზე ვერ გააჩინეთ წყვილ-წყვილი საარჩწევნო ხმისუფლებიანი ბაღნები, სასწრაფოდ გამრავლდით თორემ "დაგწყევლით" თუ ეს საკრალური დრო მეათე წელიწადში გადავაო!!!!
2 წლის უკან